ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შტატ ზამფარაში მომხდარი თავდასხმისას, შეიარაღებულმა პირებმა 73 მოსწავლე გაიტაცეს, ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, გატაცებული მოსწავლეების გადასარჩენად პოლიციამ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე დაიწყო.

როგორც ცნობილია, მომხდარის გამო, ხელისუფლებამ დახურა ზამფარას შტატის ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა.

UNICEF-ის ცნობით, დეკემბრიდან ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე სკოლებიდან 1000 -ზე მეტი მოსწავლეა გატაცებული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა საბოლოოდ გაათავისუფლეს, ზოგი დაიღუპა, დაახლოებით 200-მდე მოსწავლე კი მძევლად დარჩა.