ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3212 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5017 პაციენტი, 81 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 556 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 502 534, გარდაიცვალა 7 563 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 40 435, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 334, PCR ტესტით - 16 101.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,94%, ბოლო 14 დღის - 9,85%, ბოლო 7 დღის - 9,13%
ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან 1 206 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 295, იმერეთი - 453, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 231, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 255, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 46 786, 7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 137, აჭარაში - 933, იმერეთში - 1 128.
მძიმე პაციენტი: 1 608, მათ შორის, თბილისში - 686, აჭარაში - 192, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 229, აჭარაში - 37, იმერეთში - 34.
2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 226- თბილისში, 892 - აჭარაში. 36 763 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 124 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 878 პირი, აჭარაში - 5 464, იმერეთში - 3 865.