კელი დეგნანი: ვიდრე ქართველები კონკრეტულ ნაბიჯებს არ დაინახავენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, კრემლიდან წამოსულ გზავნილებს წონა არ ექნება

„ვიდრე ქართველები რეალურ ქმედებებს არ დაინახავენ, კონკრეტულ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, კრემლიდან წამოსულ გზავნილებს წონა არ ექნება“, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

ქართველებს კრემლიდან მსგავსი განცხადებები ბევრჯერ მოუსმენიათ. ამ განცხადებებს მეტი სანდოობა ექნებოდა მათ რეალური ნაბიჯები რომ მოჰყვებოდეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანა, ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღება და 2008 წელს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების რეალური შესრულება.

მე არ მინახავს მსგავსი არცერთი ნაბიჯი და, უფრო მეტიც, ფრენების აკრძალვა ისევ ძალაშია და ბაზრის შეზღუდვაც ისევ მოქმედებს. ასე რომ, მგონი ვიდრე ქართველები რეალურ ქმედებებს არ დაინახავენ, კონკრეტულ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, კრემლიდან წამოსულ გზავნილებს წონა არ ექნება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

სერგეი ლავროვმა პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად.