"თალიბანმა" ამერიკული სამხედრო ტექნიკით საზეიმო აღლუმი გამართა

"თალიბანმა" ამერიკული სამხედრო ტექნიკით ავღანეთში საზეიმო აღლუმი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

აღლუმში წარმოდგენილი იყო ის ასეულობით სამხედრო ტექნიკა, რომელიც ,,თალიბანმა" ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ ხელში ჩაიგდო.

საბრძოლო ტექნიკაზე დაჯგუფების წევრებს თეთრი და შავი დროშები ჰქონდათ დამაგრებული.

გავრცელებული ინოფრმაციით, გარდა სახმელეთო სამხედრო ტექნიკისა, აღლუმზე ამერიკული ვერტმფრენებიც შეიმჩნეოდა.

ცნობისთვის, აღლუმამდე ერთი დღით ადრე ,,თალიბანის" სპიკერმა, ზაბუჰულაჰ მუჯაჰიდმა ავღანეთს გამარჯვება და ამერიკის დამარცხება მიულოცა.

"ვულოცავთ ავღანეთს, გამარჯვება ჩვენია. ამერიკა დამარცხდა, ეს ისტორიული მომენტი გაკვეთილია სხვა დამპყრობლებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ავღანეთის ისლამური ემირატი თავისუფალი და დამოუკიდებელია". - თქვა მუჯაჰიდმა.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქაბული აშშ-ს საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა.