თბილისში, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები კიდევ 6 ადგილზე განთავსდა

დღეიდან, აცრის მსურველებს სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, თბილისში დამატებით 6 სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა თბილისისა, აცრის მსურველ მოქალაქეებს სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, რუსთავსა და ბათუმშიც შეეძლებათ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის მოედნის გარდა, მოქალაქეები ვაქცინაციას შემდეგ ლოკაციებზე შეძლებენ:

საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)

გლდანი - სითი მოლი (ი. ვეკუას #1, ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)

სამგორი - ისთ ფოინთი (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, ზედა ავტოსადგომი)

სამგორი - ორხევი (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)

ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)

მუხიანი - ნ. დუმბაძის გამზირი (პოლიციასთან, კორპუსი N5)

რუსთავში ვაქცინაციის ცენტრები მოიწყო:

ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ).

მე-12 მკ/რნ, N24-23-ე საშუალო სკოლის წინ.

მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ.

ბათუმში ვაქცინაციის ცენტრები მოიწყო:

ინასარიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის მიმდებარე ტერიტორია

ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია

ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორია

„ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00 საათიდან 20:000 საათამდე იმუშავებენ. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ. სამგზავრო ავტობუსებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

ახალი პროექტი „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამავე თემაზე:

2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 235 386 ადამიანმა გაიკეთა.