Wizz Air-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

Deutche Welle-ს ინფორმაციით, კომპანია Wizz Air-მა თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა და არის ერთ-ერთი პირველი ევროპული ავიაკომპანია, რომელმაც COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თანამშრომლებზე სავალდებულო გახადა.

გამოცემა წერს, რომ ახალი წესი ვრცელდება როგორც Wizz Air-ის პილოტებზე, ასევე ბორტგამცილებლებზე და პირველი დეკემბრიდან ავიაკომპანიაში მხოლოდ ვაქცინირებულ თანამშრომლებს ექნებათ მუშაობის უფლება.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული სამედიცინო მიზეზების გამო თანამშრომლებს ვაქცინაციის ჩატარება არ შეეძლებათ, მათ რეგულარულად უნდა ჩაიტარონ PCR კვლევები და ანტიგენის ტესტების პასუხები წარადგინონ.

ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მგზავრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაა.

,,Wizz Air- ში ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მგზავრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ეკიპაჟი და მგზავრები COVID-19– ის რისკების შემსუბუქებით და ვაქცინები ამაში სასიცოცხლო როლს თამაშობენ”, - განაცხადა ჯოზეფ ვარდიმ, Wizz Air Group - ის აღმასრულებელმა დირექტორმა.