ალექსეი ნავალნი: რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ევროპა არ უნდა გაჩუმდეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოუწოდებს ევროკავშირს, არ სცნოს ლეგიტიმურად რუსეთის საპარლამენტო არჩვენები, თუ რომელიმე კანდიდატი მიიღებს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე, ამასთან მან მოუწოდა ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს პუტინთან დაახლოებულ პირებს. წერს ABC news-ი.

„პუტინის პირადი მტერი, ალექსეი ნავალნი ამჟამად გერმანიაშია. ის რეაბილიტაციას გადის მას შემდეგ, რაც მისი მოწამლა სცადეს. ოპოზიციონერმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, რომ „ევროპა არ გაჩუმდეს“ რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე.

გასულ თვეში, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანსა და რუსეთის საგამოძიებო ინსტიტუტს, ნავალნის მოწამლისთვის. ამის საპასუხოდ კი, რუსეთმა დააანონსა სანქციები, გერმანელი და ფრანგი სახელმწიფო მოხელეების მიმართ, რომლებიც ნავალნისთან არიან დაახლოებულნი.

ალექსეი ნავალნის რამდენჯერმე უთხრეს უარი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე, მან განაცხადა რომ ევროკავშირის მიდგომა მარტივი უნდა იყოს

„თუ ყველას მიეცემა მონაწილეობის უფლება, შეგვიძლია დიალოგი გავაგრძელოთ, თუ რომელიმეს არ დაუშვებთ, ჩვენ არჩევნებს ვერ ვაღიარებთ“, - აღნიშნა ნავალნიმ.