BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობას აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში 14 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფერი.
გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია, რომ წყალმა მეტროს სადგურებიც დატბორა.
BBC-ის ცნობით, ნიუ-იორკის მეტროს თითქმის ყველა ხაზი დაკეტილია და აკრძალულია გადაადგილება.
ასევე ნიუ-იორკიდან და ნიუ ჯერსიდან შეჩერებულია შეჩერებულია ფრენები და მატარებლით მგზავრობა.
წყალიდიდობის გამო, შტატების გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.