ქუთაისში ახალი კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიდემიოლოგს კორონავირუსის დიაგნოზის პარალელურად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

28 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 127 942 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 106 328 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 195 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 20 393 აქტიური შემთხვევაა.