ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს და აფრთხილებს თუ რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ბავშვის COVID19-ისგან დასაცავად:
1. თვალ-ყური ადევნეთ ბავშვის ჯანმრთელობას და არ გაუშვათ სკოლაში თუ მას აქვს COVID19-ის სიმპტომები, მაგალითად სიცხე ან ხველა;
2. ესაუბრეთ ბავშვის COVID19-ის შესახებ აუხსენით, რომ აუცილებელია თავის დაცვა, ვინაიდან ვირუსი კვლავ ჩვენთანაა;
3. მოუწოდეთ დაიცვას ჰიგიენა, როგორც სახლში, ასევე სკოლაში: დაიბანოს/გაისუფთაოს ხელები, იდაყვით ან ხელსახოცით დაიფაროს სახე დახველების ან დაცემინების შემთხვევაში;
4. მოუწოდეთ ხელი ან თავი დაუქნიოს მეგობრებს მისალმების დროს, ჩახუტებისა და კოცნის ნაცვლად;
5. ესაუბრეთ ხალხმრავლობის თავის აცილების მნიშვნელობაზე. მცირე ჯგუფებად თამაშზე და შეძლებისდაგვარად დისტანციის დაცვაზე;
6. მიეცით საშუალება დასვას კითხვები და გამოხატოს ემოციები თქვენთან და მასწავლებლებთან. გახსოვდეთ, რომ ბავშვი შესაძლოა განსხვავებულად რეაგირებდეს სტრესტზე; მოეკიდეთ მოთმინებით და გაგებით;
ამავე თემაზე:
რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება
12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს