საქართველოში კორონავირუსი კიდევ  3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 86

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 559 943 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 506 486, გარდაიცვალა 7 649 პაციენტი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,98 პროცენტს შეადგენს.