Associated Press-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა მოძალადე ექსტრემისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და 6 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.
პრემიერმა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. მისი თქმით, მამაკაცი, შრი -ლანკის მოქალაქე, ე.წ.ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი იყო.
ჯასინდა არდერნის განცხადებით, თავდამსხმელი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და მისი ლიკვიდაცია თავდასხმის დაწყებიდან 60 წამში განხორციელდა.