აშშ-ის საელჩო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე: ეს ძალისხმევა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია

საქართველოში აშშ-ს საელჩო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარება არის კიდევ ერთი მაგალითი აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის.

,,ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის. ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია და ხაზს უსვამს საქრთველოს ხელმძღვანელობის კრიზისების და ჰუმანიტარული პრობლემების მართვის უნარს", - აღნიშნულია განცხადებაში.