კარლ ჰარცელი COVID19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი COVID-19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

,,ვაქცინაცია საუკეთესო გზაა საკუთარი თავის და გარშემომყოფების დასაცავად პანდემიისას. ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID-19-ის შეჩერებაში", - აღნიშნულია წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.