ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი "თალიბანთან" ითანამშრომლებს, თუმცა ეს "თალიბანის" ახალ მთავრობად აღიარებას არ ნიშნავს

ევროკავშირი მზად არის ითანამშრომლოს "თალიბანის" ახალ მთავრობასთან, მაგრამ ისლამისტურმა ჯგუფმა უნდა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქალების უფლებებს და არ მისცეს ავღანეთს უფლება, გახდეს ტერორიზმის საფუძველი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ავღანეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად, ჩვენ მოგვიწევს ავღანეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობა, რაც არ ნიშნავს "თალიბანის" მთავრობის აღიარებას. ეს ოპერატიული ჩართულობაა", - განაცხადა ბორელმა სლოვენიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას.

მისი თქმით, ეს ჩართულობა გაიზრდება ავღანეთის ახალი მთავრობის ქმედებების მიხედვით.

ბორელმა აღნიშნა, რომ ახალმა მთავრობამ ხელი უნდა შეუშალოს ქვეყანას, რომ ისევ არ იქცეს შეიარაღებული დაჯგუფებები სანაშენე ადგილად, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ის პატივს უნდა სცემდეს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და მედიის თავისუფლებას და სხვა პოლიტიკურ ძალებთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები გარდამავალ მთავრობასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

მედია: ავღანეთის ახალ მთავრობას აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს