სინგაპურში შექმნეს რობოტი, რომელიც მასაჟს აკეთებს

სინგაპურში, სტარტაპ AiTreat-მა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი შექმა, რომელიც ხალხს ტრადიციულ ჩინური მასაჟს უკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, რობოტს EMMA (რაც ნიშნავს "Expert Manipulative Massage Automation") დაარქვეს.

რობოტი სენსორებისა და 3D ხედვის საშუალებით ზომავს კუნთების დაჭიმულობას. EMMA განსაზღვრავს წნევის შემსუბუქების წერტილებს და პაციენტებს ტკივილის შესამსუბუქებელ მასაჟებს უკეთებს.

"ტრადიციული ჩინური მედიცინის პრინციპი არის პერსონალიზებული მკურნალობა", - აცხადებს AiTreat-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, რომ EMMA არის "ძალიან მოქნილი და მორგებული".

აღინიშნება, რომ რობოტის "ხელები" თბება 38-40 გრადუსამდე ტემპერატურაზე და ისინი იმდენად რბილია, რომ განსხვავება რეალურ მასაჟისტსა და რობოტს შორის, ძნელად შესამჩნევია.