შესაძლოა, იტალიაში კოვიდვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო გახდეს

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა, ყველასთვის სავალდებულო გახდეს, ვისაც აცრის ჩატარება ასაკობრივად უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თვის ბოლოდან იგეგმება ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზების გაკეთება რისკჯგუფებში შემავალი მოაქალაქეებისთვის.

ამასთანავე, მთავრობამ უკვე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგელებისთვის, თუ მათ სურთ ანაზღაურება, თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპის ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანო ვაქცინებს სრულ ავტორიზაციას მიანიჭებს, ვაქცინაცია შესაძლოა, ყველასთვის სავალდებულო გახდეს.

ამჟამად ევროპის წამლის სააგენტოს გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია ოთხი ვაქცინისთვის აქვს მინიჭებული.

პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ თვის ბოლოსთვის, 12 წლის და მეტი ასაკის იტალიელები 80% სრულად ვაქცინირებული იქნება. ამჟამად ეს მონაცემი 70.5%-ს შეადგენს. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს, გააფართოოს ე.წ. მწვანე საშვის მოქმედება, რომელსაც ამჟამად სრულად აცრილი პირები შორ მანძილებზე მოგზაურობისა და გასართობ აქტივობებში ჩასართავად იყნებენ. დოკუმენტი ასევე სავალდებულოა სკოლების პერსონალისთვისაც.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას ისინი განიხილავდნენ სქემის გაფართოებას ყველასთვის, ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში ან სუპერმარკეტში.

ახალმა გადაწყვეტილებებმა იტალიელების ნაწილის პროტესტი გამოწვია, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა.