გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ყველაზე მაღალი რისკის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ, რომლებსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, მათ შორის გულის, ფილტვის, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები და ნევროლოგიური დაავადებები.

ვინაიდან ბავშვები დაბალი რისკის ქვეშ არიან, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ვაქცინაცია მხოლოდ "უმნიშვნელო სარგებელს" მოიტანს და, შესაბამისად, "არასაკმარისი" მტკიცებულება არსებობს ამ ასაკობრივ ჯგუფში მასობრივი ვაქცინაციის შესთავაზებლად.

როგორც BBC წერს, ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო Pfizer-ის ვაქცინის უკიდურესად იშვიათ გვერდით მოვლენაზე, რაც იწვევს გულის ანთებას.

ამავე თემაზე:

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს