ენტონი ბლინკენი: "თალიბანმა" უნდა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ხაზი გაუსვა ბაიდენის ადმინისტრაციის მოლოდინს, რომ ავღანეთში "თალიბანის" მეთაურობით ჩამოყალიბებული ნებისმიერი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედებს.

როგორც ბლინკენ აღნიშნა, ასეთი ვალდებულებები მოიცავს მოგზაურობის თავისუფლების უზრუნველყოფას, ტერორიზმთან ბრძოლას, ქალთა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და ანგარიშსწორების არდაშვებას.

"ჩვენ ვუყურებთ რა ქმედებებს, რა პოლიტიკას ახორციელებს ავღანეთის ახალი მთავრობა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს მოლოდინი, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ახლა ჩამოყალიბდება, "რეალური ინკლუზიურობა" ექნება. საბოლოო ჯამში, მოლოდინი არის ისეთი მთავრობის ხილვა, რომელიც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.