BBC: ინგლისში, შინაური ცხოველების გატაცება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პანდემიისას, "ლოკდაუნის" დროს, მკვეთრად გაიზარდა შინაური ცხოველების ქურდობა, ინგლისში, შინაური ცხოველების გატაცება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

როგორც გამოცემა წერს, შინაური ცხოველის ქურდობა ახლა მფლობელის ქონების დაკარგვად ითვლება. თუმცა, პარლამენტარებს სურთ კანონით განსაზღვრონ ემოციური დისტრესი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შინაური ცხოველის დაკარგვამ.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს დაახლოებით 2 000 ძაღლი მოიპარეს. ანგარიშის თანახმად, პოლიციის მიერ დაფიქსირებული ცხოველების ქურდობის ათი შემთხვევიდან შვიდ შემთხვევაში ძაღლები გაუჩინარდნენ.

ახალ კანონმდებლობაში სასჯელის სიმძიმე ჯერ არ არის ცნობილი.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Dogs Trust- ის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის პირველი მასშტაბური ჩაკეტვის დროს, ძაღლების ხუთი ყველაზე ძვირფასი ჯიშის ღირებულება "მნიშვნელოვნად" გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 89%-ით.