ბაიდენის ადმინისტრაციამ 65,3 მილიარდი დოლარის გეგმა წარადგინა, რომელიც პანდემიებისთვის მზადყოფნას ითვალისწინებს

ბაიდენის ადმინისტრაციამ 65,3 მილიარდი დოლარის ოდენობის გეგმა წარადგინა, რომელიც მიზნად მომავალი პანდემიებისთვის აშშ-ის მზადყოფნის სტრატეგიის გაუმჯობესებას ისახავს, რადგან ქვეყანა მზად არის ნებისმიერი მომავალი ბიოლოგიური საფრთხისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლი 7-10 წლის განმავლობაში 65.3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რათა ქვეყანამ "სწრაფად და ეფექტურად" მოახდინოს რეაგირება მომავალ ეპიდემიებსა და პანდემიებზე.

ერიკ ლენდერმა, თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პოლიტიკის ოფისის (OSTP), განუცხადა ჟურნალისტებს, რომ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" 15 -დან 20 მილიარდი დოლარით დაიწყოს ეს პროგრამა, რათა ამ „ძალისხმევას ბიძგი მიეცეს“.

მისი თქმით, იმის გონივრული ალბათობა არსებობს, რომ კიდევ ერთი სერიოზული პანდემია შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

"ხუთი წლის შემდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები ინფექციური დაავადებების შესაჩერებლად, სანამ ისინი გახდებიან გლობალური პანდემიები, როგორიცაა COVID-19,"-თქვა მან და დასძინა: "არსებობს გონივრული ალბათობა იმისა, რომ კიდევ ერთი სერიოზული პანდემია, რომელიც შეიძლება იყოს COVID-19- ზე უარესი, მალე მოხდეს, შესაძლოა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. მომავალი პანდემია, სავარაუდოდ, არსებითად განსხვავდება COVID-19-ისგან. ასე რომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვირუსული საფრთხეების გამკლავებისთვის".