საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 684 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 83

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2684 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 695 პაციენტი, 83 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 562 627 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 509 181, გარდაიცვალა 7732 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელ: 3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.60%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 080, აჭარა - 212, იმერეთი - 262, ქვემო ქართლი - 224, შიდა ქართლი - 198, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 238, კახეთი - 232, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 45 688, საიდანაც: 7 061 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 856, იმერეთში - 1 088.

მძიმე პაციენტი: 1 575, მათ შორის, თბილისში - 699, აჭარაში - 182, იმერეთში - 337.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 400 , მათგან თბილისში - 239, აჭარაში - 42, იმერეთში - 37.

2 453 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 791 - აჭარაში. 36 174 ინფიცირებული მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 3. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 126 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 046 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 437 პირი, აჭარაში - 5 144, იმერეთში - 3 847.