საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 670-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ჯამში 1 285 061 აცრა გაკეთდა.

1 დოზით ვაქცინირებულია 831 256 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.1%

სრულად ვაქცინირებულია 454 486 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15.9%