ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა

Deutsche Welle-ს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, 8 სექტემბერს გერმანიას ეწვევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი ავღანეთში არსებულ სიტუაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.

გერმანიაში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი შეხვდება ევაკუირებულ ავღანელებს და ასევე მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში, რომელში 20-ზე მეტი ქვეყნის მინისტრები მონაწილეობენ.

გერმანიაში ჩასვლამდე, სახელმწიფო მდივანი 5 სექტემბერს ყატარში ჩავა, სადაც გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობას შეხვდება.