ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში ხანძარია

ყვარელში, ე.წ ჩაგურგურას ხეობაში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი ის, თუ რა ტერიტორიაა დამწვარი.

ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი უშლის ხელს.