რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "დასაწყისი" შარშან სან სებასტიანის კინოფესტივალზე ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო, მათ შორის ფესტივალის მთავარი ჯილდოც დაიმსახურა.

"სან სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. იგი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება", - ნათქვამია კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფილმმა "დასაწყისი" შარშან ჯილდო აიღო შემდეგ ნომინაციებში:

1. კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”;

2. დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);

3. ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);

4. დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);