ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ისტორიაში უმსხვილესი სპეცოპერაციის ფარგლებში სამ კონტინენტზე 45 ადამიანი დააკავეს, - აცხადებს ევროპოლი.
ათასზე მეტმა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა ევროპოლის მიერ კოორდინირებულ ოპერაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბელგიის, ბრაზილიისა და პორტუგალიის მაღალჩინოსნები.
მის ფარგლებში 180 ჩხრეკა ჩატარდა. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ქსელს ევროპის საპორტო ქალაქებში ყოველწლიურად სულ მცირე 45 ტონა კოკაინი შეჰქონდა, ფულადი მოგება კი წელიწადში 200 მილიონ ევროს აღემატებოდა.