თურქეთში, სატვირთო  მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სატვირთო მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ABCnews-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაღუპული მიკროავტობუსის მგაზვრი იყო.

შემთხვევა თექირდაღის პროვინციაში მოხდა. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.