ნიკა მელიამ დებატებზე გიორგი გახარიას შეთავაზებას უპასუხა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი დებატებზე გიორგი გახარიას გამოწვევას პასუხობს.

მერობის კანდიდატის თქმით, დებატებისგან არავინ არასდროს არ გაიქცევა.

„დებატებისგან არავინ არასდროს არ გაიქცევა. მე ვფიქრობ, ბატონი კალაძე უნდა ჩადგეს მდგომარეობაში, მოიკრიბოს ძალები და ყველა წამყვან ტელეკომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დებატები გაიმართოს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. იმედია, ბატონი კალაძე არ დაიხევს უკან. თუ დაიხევს უკან, საკუთარ თავს დამატებით დიდ ზიანს მიაყენებს.

დებატები რა პრობლემაა? რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს, ეს ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს. ბუნებრივია, არა ერთი და ორი, უფრო მეტჯერაც უნდა გაიმართოს წინასაარჩევნო კამპანიაში დებატები. ძალიან კარგია ბატონ გახარიას თუ აქვს ეს სურვილი, მივესალმები, ბატონმა კალაძემ უნდა თქვას, რომ მაგარი ბიჭია“, - განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე: კახა კალაძე: არაფრით გამოირჩევა გახარია რიჩარდისგან, მელია ანა დოლიძისგან, რომ პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია