კახა კალაძე: არაფრით გამოირჩევა გახარია რიჩარდისგან, მელია ანა დოლიძისგან, რომ პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია

"არაფრით არ გამოირჩევა გიორგი გახარია რიჩარდისგან, ან, თუნდაც, ნიკა მელია ანა დოლიძისგან რომ, პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია", - ასე უპახუა თბილისი მერმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას მიერ დეპატებში გამოწვევა. ამის შესახებ კალაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, აუცილებელია პოლიტიკოსებმა ერთმანეთის პატივისცემა ისწავლონ.

"რატომ ორ ადამიანს? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. ჩემთვის არაფრით არ განსხვავდება თუნდაც გიორგი გახარია, ნიკა მელია ანა დოლიძისგან, იგივე რიჩარდისგან თუ სხვა კანდიდატებისგან.

პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. კახა კალაძე დაუჯდება ყველას, ამის შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები.

არაფრით არ გამოირჩევა გიორგი გახარია რიჩარდისგან, ან, თუნდაც, ნიკა მელია ანა დოლიძისგან რომ, პირისპირ მხოლოდ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში, ეს გამორიცხულია. ყველასთან მზად ვარ ვიდებატო და ეს იხილოს საზოგადოებამ,"-აღნიშნა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე:

გიორგი გახარია თბილისის მერს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს