კახა კუჭავა: მალე ალბათ „ქუთაისის ტორპედოსაც“ ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად

პარლამენტის თვმჯდომარემ კახა კუჭავამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე შეკრებიულებს მიმართა. მისი თქმით, ქუთაისი ბევრი მიმართულებით განვითარდება და ეს წარმატება შემართებას მოჰყვება.

„ქუთაისში უნდა შევქმნათ თანამედროვე ევროპის ტიპის ქალაქი, სადაც ყველას მოუნდება ცხოვრება და იქნება ძალიანდ დიდი ჰაბი ახალგარზდებისთვის. ძალიან ბევრი საინტერო პროექტით გაგახარებთ, რომლითაც ქუთაისი ნამდვილად იქნება გამორჩეული. ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, მათ შორის ხელოვნების, განათლების და სპორტის მიმართულებით. მალე ალბათ ქუთაისის ტორპედოსაც ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და კიდევ სხვა წარმატებას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.