გაერთიანებული სამეფო ემზადება მილიონობით ადამიანის ასაცრელად, თანმხლები პრობლემების დასაძლევად კი ქვეყანამ ვაქცინის მინისტრი დანიშნა, წერს France 24-ი.
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატორი დეპუტატი ნადიმ ზაჰავი გააკონტროლებს ქვეყნის ვაქცინაციის ყველაზე დიდ პროგრამას.
ამჟამად გაერთიანებული სამეფოს წამლების მარეგულირებელი ორგანო განიხილავს ორ ვაქცინას: Pfizer–ის და BioNTech–ის, ასევე - AstraZeneca–ს. The Guardian-ი იტყობინება, რომ საავადმყოფოები გააფრთხილეს, მზად იყვნენ, რომ მიიღონ Pfizer– ის პირველი დოზები 7 დეკემბერს, დამტკიცების შემთხვევაში.
ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა 40 მილიონი დოზა Pfizer / BioNTech-ის ვაქცინა, რაც საკმარისია 20 მილიონი ადამიანისთვის და ასევე - 100 მილიონი დოზა ოქსფორდის/ასტრაზენეკას მხრიდან. ბრიტანეთი მაქსიმალურად ემზადება ვაქცინაციისთვის, ამისთვის მათ 355 მილიონი დოზა შეუკვეთეს შვიდ სხვადასვა მწარმოებელს.