საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 16.7%

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 314 014 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 362 608 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.4%

სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 16.7%

4 სექტემბერს 22 733 ადამიანი აიცრა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 210 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.