მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 220 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 220 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 220 289 425 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 560 851 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 39 906 803 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 648 118 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.