დიდ ბრიტანეთში თითქმის სამ მილიონ სოციალურად დაუცველს, მათ შორის ავადმყოფებს და მოხუცებს, მთავრობა D ვიტამინის აბებს უფასოდ გადასცემს, წერს „ევრონიუსი“.
წელს, კორონავირუსული ზომების გამო ხალხის დიდი ნაწილი სახლში რჩება და ვერ ახერხებს გარეთ გასვლას, ამიტომ, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რჩევაა, რომ ყოველ ზამთარს, ყველამ, განსაკუთრებით მოხუცებმა, რომლებიც გარეთ არ გამოდიან ან მუქი ფერის კანი აქვთ, ყოველღე მიიღონ D ვიტამინის დანამატი, ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის შესახებ გაკეთდა განცხადება, რომ ის კორონავირუსის გავრცელების რისკს ამცირებს, დიდი ბრიტანეთის NHS– მა განაცხადა, რომ ამჟამად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.