CNBS-ის ინფორმაციით, კომპანია Moderna ევროკავშირისგან ე.წ. „ბუსტერ“ ანუ გამაძლიერებელი დოზისთვის ავტორიზაციას ელის.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციაში მესამე დოზის მიღებაზე საჭირო მონაცემების წარდგენა ამ დროისთვის დასრულებულია.
კლინიკური კვლევის მონაცემებმა და დამატებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ Moderna-ს Covid-19 ვაქცინის 50 მიკროგრამი გამაძლიერებელი დოზა ადამიანის ორგანიზმში დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ძლიერი ანტისხეულების რეაგირებას იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ სრულად აცრილი ადამიანებისთვის Covid-19 ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო.