პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 3 სამხედრო ემსხვერპლა

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

შემთხვევა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა. პაკისტანის სამხედრო პირის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი ექვსი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მოტოციკლით დაეჯახა სამხედრო მანქანას.

თავდასხმას სულ მცირე სამი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი ჯარისკაცი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თერიკ-ე-თალიბანმა აიღო.