რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ბევრი ქვეყანა მიესალმოს მათ, ვინც ახალ ცხოვრებას ეძებს. დაე, ახალგაზრდა ავღანელებმა მიიღონ განათლება

რომის პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ ავღანელ ლტოლვილებს ბევრი ქვეყანა მიიღებს და ახალგაზრდებს განათლების მიღება შეეძლებათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც პონტიფიკოსმა წმინდა პეტრეს მოედანზე ყოველკვირეული ქადაგებისას განაცხადა, ის ლოცულობს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ქვეყანამ მიიღოს ავღანელი ლტოლვილები.

პაპმა ფრანცისკემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ,,თალიბანის" კონტროლის პირობებში ქალებს სასკოლო განათლების მიღების პრობლემა ექმნებათ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდა ავღანელებმა მიიღონ განათლება.

" ვლოცულობ, რომ ბევრმა ქვეყანამ მიიღოს და დაიცვას ისინი, ვინც ახალ ცხოვრებას ეძებს. ახალგაზრდა ავღანელებმა მიიღონ განათლება, რაც უმნიშვნელოვანესი სიკეთეა კაცობრიობის განვითარებისთვის. დაე, ყველა ავღანელმა, იქნება ის თავის სახლში, გზაში ან სხვა ქვეყნებში, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და ძმურად მეზობლებთან ერთად", - განაცხადა პაპმა.