მსახიობი კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა.
„მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მსახიობის ძმამ დაადასტურა, რომ კახი კავსაძეს კორონავირუსი გამოუვლინდა.