კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 111 წლის ლეონილა გვაჯავას რესპუბლიკური საავადმყოფოდან 6 სექტემბერს გაწერენ.
„ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსოლუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა.
მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ლეონილა გვაჯავას, რომელიც წლების წინ, ჩხოროწყუს პირველ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა, ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი, ათი შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
წყარო - ინტერპრესნიუსი