საქართველოს ავიახაზების თბილისი-ვენის რეისს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს, აფრენის დროს ბორბლები არ აეკეცა და ამიტომ უკან დაბრუნდა.
კომპანიის განმარტებით, თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაჯდა და რეისი ისევ შესრულდება.
ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იყო.