Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა

Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია ისევ შესაძლებელია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. Sinopharm-ით აცრა შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც.

ასევე წაიკითხეთ: კვლევა: ,,დელტა" შტამის მძიმე განვითარებისგან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები 100%-ით იცავს

ცნობისათვის წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და ვაქცინაციის მოძრავი პუნქტების ჩამონათვალი. ბმულებზე ნახეთ.

შეგახსენებთ, Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 27 აგვისტოდან შეიზღუდა.