მეტროსადგურ 300 არაგველთან სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა

მეტროსადგურ 300 არაგველთან სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა და ამოტრიალდა. ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გადმოჰყავთ მათ დაშავებულები.

განახლება :

ავარიის დროს სულ სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოს კოვიდინფიცირებული გადაჰყავდა.