დიდი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას უკანონო მიგრაციის შეჩერების მიზნით. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, ოფიცრების რაოდენობა, რომლებიც პატრულირებენ საფრანგეთის სანაპიროზე, გაორმაგდება და ახალი ტექნიკას, მათ შორის დრონებსა და რადარებს გამოიყენებენ.

„ჩვენ უკვე ვხედავთ მიგრანტების შემცირებულ რაოდენობას, საფრანგეთის სანაპირო ზოლის მხირდან”, - აღნიშნა პატელმა.

მისივე თქმით, ბრიტანეთი ასევე გეგმავს თავშესაფრის ახალი სისტემის დანერგვას.