საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 480 613 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 16 298-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 326 033 აცრა გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით კი, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა 480 613-მდე გაიზარდა,

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 4905 პაციენტი გამოჯანმრთელდა.