ციციშვილის კლინიკაში 15 წლის კოვიდინფიცირებული მოზარდი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში 15 წლის კოვიდინფიცირებული მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ მოზარდს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 1120 ადამიანს დაუდასტურდა, 61 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.