კორონავირუსის ახალი ტალღების მოლოდინი არამარტო ჩვენ, არამედ, ყველა ქვეყანას აქვს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას და ასევე .არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას, ასევე, რეგულაციების უგულვებელყოფას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, პირველი ამოცანაა, ისეთი სისწრაფით გავრცელება ავიცილოთ თავიდან, რაც გასული, მეოთხე ტალღის დროს გვქონდა.
ამ დროს კი, მისი თქმით, მთავარი იქნება რეგულაციების დაცვა, რაც დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან არავაქცინირებული ადამიანი დარჩება დარტყმის პირველი სამიზნე.
„მზადება მიმდინარეობს. ჩნდება ახალი მედიკამენტები, მივყვებით ამ სიახლეებს და კიდევ ერთი გადაწყვეტა ის იქნება, რომ ეს მედიკამენტები გვქონდეს და მიმდინარეობს მუშაობა ამ კუთხით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
„400-ზე მეტი პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში და ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში გაზრდილია, საყურადღებოა მოზარდების და ორსულების მდგომარეობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
„იმ ბავშებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, კორონავირუსი განსაკუთრებული რისკია და ასეა ზოგადად ზრდასრულებში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ბავშვებში ხშირ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო, მძიმე შემთხვევებს კი განსაკუთრებული მართვა სჭირდება.
თამარ გაბუნიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების და პედაგოგების სწრაფი ვაქცინაცია.