კვლევა: კრემლის ,,ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყანაში 32 მედიასაშუალება გახდა

კარდიფის უნივერსიტეტის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია გამოააშკარავეს, რომლის უკან სავარაუდოდ კრემლი დგას.

როგორც ცნობილია, სპეციალისტები ამბობენ, რომ „კრემლის ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყანაში 32 მედიასაშუალება გახდა. როგორც ბრიტანული გამოცემა „ივნინგ სტანდარტი“ იუწყება, დასავლური მედიასაშუალებები სისტემატურად ხდებოდნენ მანიპულაციების მსხვერპლი, რომლის მიზანიც კრემლისთვის სასურველი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება იყო.

ექსპერტების თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდზე კომენტარების ველი „კრემლის ტროლების მიერ იყო ოკუპირებული, რომელთა ამოცანაც მანიპულაციების გზით საზოგადოების განწყობის შეცვლა“ იყო.

როგორც ცნობილი ხდება, დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეებს შორის მოხვდნენ გერმანული Spiegel-ი, ბრიტანული Times-ი, ამერიკული Fox news-ი და Washington Post-ი, ფრანგული Le monde და იტალიური La Stampa.

სპეციალისტების ცნობით, ეს დეზინფორმაციული კამპანია გამწვავდა 2018 წელს, ხოლო ბოლო ხანებში კრემლის ტროლები ყველაზე ხშირად ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროები გაყვანის შესახებ წერდნენ. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ კარდიფის უნივერსიტეტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაცია დიდი ბრიტანეთის დემოკრატიას ემუქრება.