მედია: მუამარ კადაფის ვაჟი თავისუფალია

Al Jazeera-ს ინფორმაციით, ლიბიის ხელისუფლებამ ციხიდან გაათავისუფლა მუამარ კადაფის ვაჟი საადი კადაფი, რომელიც, 2014 წლიდან, ტრიპოლის ციხეში იხდიდა სასჯელს.

საიდუმლო წყარო მედიასთან ამბობს, რომ კადაფის გათავისუფლება მრავალმხრივი მოლაპარაკების შედეგია, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის, პრემიერი აბდულ ჰამიდ დბეიბა და ლიბიის ყოფილი შს მინისტრი ფატი ბაშაღა იყვნენ ჩართულნი.

როგორც ცნობილია, გათავისუფლებისთანავე, კადაფი სტამბულში გაემგზავრა.

ცნობისთვის, ყოფილ ფეხბურთელს 2011 წელს, აქციების მონაწილეების მიმართ ჩადენილი დანაშაული და 2005 წელს, საფეხბურთო მწვრთნელ ბაშირ ალ რაიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად, თუმცა, 2018 წელს, ეს უკანასკნელი ბრალდება მოეხსნა.

2011 წლის მოვლენების შემდეგ, ის ნიგერში გაიქცა, თუმცა, 2014 წელს, ლიბიაში ექსტრადირების შემდეგ, ადგილობრივ ციხეში აღმოჩნდა.