ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

ალექსანდრე წივწივაძემ 18 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მან ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც პორტუგალიაში იმართება, 500 მეტრიანი დისტანცია მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

როგორც ცნობლია, მეორე ადგილზე რუსი მაქსიმ კარატაევი გავიდა,რომელიც ალექსანდრე წივწივაძეს 0.27 წამით ჩამოჩა, ხოლო მესამე ადგილი მოლდოველმა მიჰაი ჩიჰაიამ დაიკავა.

ცნობისთვის, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონიცაა.